Monday, July 17, 2017

ტრენინგის რეფლექსია

ინტელის ტრენინგი  სასიამოვნო ტრენერთან ,ელენე ბეთლემიშვილთან, ერთად  ძალიან კარგ გარემოში  მიმდინარეობდა, ტრენინგის მსვლელობისას ვისწავლე რამდენად მნიშვნელოვანია პროექტით სწავლება,როგორ უნდა ვიმუშაოთ  მის წარმოებაზე,დავეუფლე ბლოგის შექმნას და დრაივზე მუშაობას,განვიხილე ყველა ის ნიუანსი,რომელიც პროექტის შესაქმნელადაა საჭირო.
მიუხედავად ზაფხულის ხვატისა და დატვირთული  სამუშაო გრაფიკის შემდეგ,ეს ტრენინგი იყო საჭირო, დროული,მრავლისმომცემი და ნაყოფიერი.
მადლობა ჩვენს ძალიან კარგ ტრენერს  9 ლამაზი და  სასარგებლო დღისათვის.

ჩემი პროექტი

პროექტის პორტფოლიო

Tuesday, July 11, 2017

მოსწავლის ნიმუშის შექმნის მნიშვნელობა

მოსწავლის ნიმუშის  შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია,ამით საშუალება მაქვს გავიგო რა სირთულის დავალებას ვაძლევ მას.შეუძლია თუ არა თავი გაართვას სირთულეებს,გამოიკვეთება საჭიროებანი და პრობლემები,რომ მათ მივცე მითითებები,რათა უკეთ იმუშაონ.
ვფიქრობ მესამე კლასიის მოსწავლეები ჩეკლისტის დახმარებით შეძლებენ თვითშეფასებას,განუვითარდებათ ანალიზის უნარი,მიეჩვევიან მოიძიონ  საჭორო ინფორმაცია და დაეუფლონ კომპიუტერული ტექნოლოგიების უნარ-ჩვევებს.

მოსწავლის ნიმუშის მნიშვნელობა

Wednesday, June 28, 2017

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ამ მოდულმა მასწავლა როგორ წარვმართო პროექტის მოსამზადებელი   პერიოდი, მოსწავლეებისთვის საკვანძო კითხვების მიცემა იმიტომაა საჭირო, რომ მათ შეძლონ პროექტის მნიშვნელობის განსაზღვრა. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით პროექტის განხორციელებისას ჩემს ბავშვებს უნარ-ჩვევების  დიაპაზონი კიდევ უფრო გაუმდიდრდება. ისინი  შეძლებენ გააკეთონ პრეზენტაციები, მოიძიონ, გამოიკვლიონ საჭირო მასალა. ჩაწვდნენ ძირითად ცნებებს, ღია და დახურული კითხვების საშუალებით.

Tuesday, June 27, 2017

რამდენად მნიშვნელოვანია პროექტით სწავლება სკოლაში

პროექტი მეტად მნიშვნელოვანი და საჭიროა სასწავლო პროცესისათვის, ბავშვები გულისყურით ეკიდებიან მიცემულ მითითებებს და ხალისით ეკიდებიან მას, პროექტის საშუალებით ისინი სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას, ჯგუფურ მუშაობას, პასუხისმგებლობასა და სიღრმისეულად სწავლობენ საკითხს.